ჩვენ შესახებ

Business Management Company - BMC

ბიემსი საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის უმთავრესი მიზანი სხვადასხვა ტიპისა და ინდუსტრიის, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.

არ აქვს მნიშვნელობა, ხართ დიდი კორპორაცია, რომელსაც რაიმე პრობლემის გადასაჭრელად ესაჭიროება კვალიფიციური კონსულტაცია, თუ სტარტაპი, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, ბიემსი ყოველთვის მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს თქვენი ბიზნესის წარმატებაში.

გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებმაც სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიებში მიიღეს. ეს საშუალებას გვაძლევს, დავხატოთ დეტალური სურათი კონკრეტულ სფეროში და შემოგთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება თქვენი ბიზნესისთვის.

ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარეს წარმოადგენს ელექტრონული კომერციის მხარდაჭერა. ამ მხრივ კომპანია ფლობს 10 წლიან გამოცდილებას, რისი მეშვეობითაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს, კერძოდ, უნიკალური ვებგვერდის აწყობასა და მართვას, მასში ჩაშენებული ონლაინ გაყიდვების სისტემითა და ლოგისტიკით.

ბიემსის ძირითადი ღირებულებაა თანმიმდევრულობა და სრულყოფილება, რაც უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევას.